რა არის ფორუმი?
ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ ადამიანები ერთმანეთის აზრს გაეცნონ. ფორუმი მოიცავს სექციებს, სექციები კი თემებს. თითოეულ სექციაში იხსნება ნებისმიერი რაოდენობის შესაბამისი სათაურისა და შინაარსის თემა, მაგალითად სექციაშ მუსიკა მართებულია გავხსნათ თემა - ჯაზი, ან კლასიკა. თემაში შესვლისას თუ მომხმარებელი დარეგისტრირებულია შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, ანუ დატოვოს პოსტი. მაგალითად თემაში კლასიკა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაწეროს თუ რას ფიქრობს იგი ამ ჟანრზე.
მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს შეუძლია გახსნას ახალი თემა ან გამოკითხვა, დატოვოს პოსტი, დაუპიემოს ადმინისტრაციას და მისცეს შენიშვნა.
მოდერატორის უფლებები
მომხმარებლის უფლებების გარდა მოდერს შეუძლია შეცვალოს თემის სათაური, წაშალოს თემა, წაშალოს პოსტები, დავორნოს ან ბანი დაადოს მომხმარებელს (ანუ შეუზღუდოს დაპოსტვის უფლება) მიპინოს ან ჩამოპინოს ნებისმიერი თემა.
ადმინისტრატორის უფლებები
მოდერატორისა და მომხმარებლის უფლებებთან ერთად ადმინს აქვს უფლება დანიშნოს მოდერატორები და გახნას სექციები.