შაბათი, 2024-04-27, 7:44 AMმოგესალმები სტუმარო!
რეგისტრაცია | შესვლა
RSS
My site
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
საიტის მეგობრები
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: mari-gaucho  
Forum » ფორუმის განყოფილებები » სპორტი » AC MILAN
AC MILAN
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 12:39 PM | შეტყობინება # 1
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
"მილანის" საკლუბო ფერები (წითელი და შავი) გუნდის პირველმა კაპიტანმა გერბერტ კილპინმა დააკანონა.იგი ამ ფერებით მეტოქის შეშინებას აპირებდა, რამეთუ ორივე ფერი ეშმაკისეულად ითვლებოდა და შესაბამისად, "მილანს აპენინებზე დღემდე "ეშმაკებს" ეზახიან. კილპინის იდეა იყო კლუბის ემბლემაც-თეთრ ფარზე გამოსახული წითელი ჯვარი,რაც იმაზე მიუთითებდა, რომ "მილანი" ინგლისელმა ალფრედ ედუარდსმა დააარსა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "მილანის" ეკიპირებაში თეთრმა ფერმა იმატა და მთლიანად თეთრი ფორმებიც შეიკერა. ცნობისთვის "როსონერიმ" ჩემპიონთა თასისა თუ ლიგის ყველა მოგებულ ფინალში სწორედ თეთრი ფორმებით იასპარეზა.
1970 წელს კლუბის ემბლემას ოქროსფერი ვარსკვლავი დაემატა,რაც იმას ნისშავდა,რომ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატი საიუბილეოდ, მეათედ მოიგო.
და ყველაზე მთავარი - მაისურზე ფეხბურთელის გვარის დაწერა პირველად "მილანის"მესვეურებს მოუვიდათ აზრათ და მათ სხვებმაც მიბაძეს. დღეს, ევროპის წამყვან ლიგებში ფეხბურთელის გვარის გარეშე მაისურებს უბრალოდ ვერ ნახავთ.

wink

მიმაგრება: 5841648.jpg (15.7 Kb)


AC MILAN 4 EVER!!!
 
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 12:47 PM | შეტყობინება # 2
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
LEGENDS-ჟორჟ ვეა დაიბადა მონროვიაში (ლიბერია), 1966 წლის 1 ოქტომბერს. პოზიციით ნახევარმცველი იყო და მილანში ჩატარებულ 133 მატჩში 53 გოლი გაიტანა. დებიუტი კი 1955 წელს პადოვასთან ჰქონდა.
ორჯერ აფრიკის წლის ფეხბურთელი, ვეა მილანში მივიდა აფრიკასა და საფრანგეთში ფანტასტიური კარიერის შემდეგ. მან უცებვე აიდგა ფეხი როსონერიში და პირველივე თამაშებში მაყურებელს მისი გიჟური სიჩქარე, ბურთის კონტროლი, დრიგბლინგი და "შეუძლებელი" გოლები აჩვენა. ვეას ტალანტი ოქროს ბურთის მოგებამაც გაზარდა, 1955 წელს. ვეა იყო ფეხბურთელი, რომლის სანახავად მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ხალხი ფულს იხდიდა. მან სკუდეტო მოიგო მილანთან ერთად.

მილანის ლეგენდარული თავდამსხმელი, უტრეხტელ გედად წოდებული, მარკო ვან ბასტენი ჰოლანდიის ულამაზეს ქალაქ უტრეხტში 1964 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. მისი დებიუტი მილანში 1987 წელს შედგა, მაშინ მილანელებმა ბარი 5-0 გაანადგურეს. ნამდვილი თავდამსხმელიც ასეთი უნდა იყოს - ელეგანტურს, გასაოცარი ტექნიკის, სიზუსტის, გოლის გატანის შესაშური ალღოსა და დრიბლინგის პატრონს ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო მეტოქე გუნდის დამწუხრება, ფეხით თუ თავით. მარკოს არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება უყვარდა და ნებისმიერ გამოწვევას იღებდა მეტოქის მხრიდან. მაშინდელმა საფეხბურთო სამყარომ ღირსეულად დააფასა ჰოლანდიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი და სამჯერ ოქროს ბურთით დააჯილდოვა (1988, 1989, 1992). სამწუხაროა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება ტრავმის გამო მოუხდა. ეს რომ არა, არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გააოცებდა იგი ქომაგს თავისი ორიგინალობით. მთელი მილანი კარგა ხანს გლოვობდა მის აქტიური სპორტიდან წასვლას. თუმცა, ვან ბასტენზე შემორჩენილი მოგონებებით მილანის უამრავი ქომაგი დღესაც ცოცხლობს და ამაყობს. ჯამში მან მილანის შავ-წიტელი მაისურით 201 შეხვედრა გამართა და 124 გოლი გაიტანა. ამ ხნის მანძილზე კი 4 სკუდეტო, 3 ჩემპიონთა თასი, 3 საკონტინენტთაშორისო თასი, 3 ევროპის სუპერთასი და 4 იტალიის სუპერთასი მოიგო.

მაურო ტასოტი დაიბადა 1960 წლის 19 იანვარს, იტალიის დედაქალაქ, რომში. პოზიციით ნახევარმცველი იყო და მილანში ჩატარებულ 583 მატჩში 10 გოლიც გაიტანა. მას როსონერიში დებიუტი სერია ბ - ში, კატანიასთან მატჩში (24/08/1980) ჰქონდა, რომელიც შავ-წითლებმა 1 - 0 მოიგეს.
ტასოტიმ მალევე გამოავლინა თავისი თამაშის ასპექტები. თამაშგარეს ექსპერტი, ტასოტი, ფლობდა ბრწყინვალე ბურთის კონტროლსა და დრიბლინგის მონაცემებს. ბარეზისთან, მალდინისთან და კოსტაკურტასთან ერთად მილანის დაცვა საუკეთესოდ გადაიქცა მსოფლიოში. მაურო მილანის ახალგაზრდული გუნდის მწრთვნელიც იყო და ახლა როგორც მოგეხსნებათ, ანჩელოტის თანაშემწეა. მან უამრავი ჯილდო მოიგო მილანთან ერთად, ეს თვითონ განსაჯეთ: 5 სკუდეტო, 3 ევროპის ჩემპიონთა თასი, 2 საერთაშორისო თასი, 3 სუპერთასი და 4 იტალიის სუპერთასი.


AC MILAN 4 EVER!!!
 
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 12:49 PM | შეტყობინება # 3
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არიგო საკი 1946 წლის 1 აპრილს იტალიის პატარა ქალაქ ფოსინიანოში დაიბადა. სილვიო ბერლუსკონიმ მილანის სათავეში მოსვლისთანავე მისი გუნდში მოყვანა განიზრახა და 1987 წელს ჩააბარა კიდეც წარუმატებლობის უფსკრულში ჩაფლული როსონერი. ყველას უკვირდა, თუ როგორ ენდო გამოცდილი სილვიო გამოუცდელ საკის - მას არც საფეხბურთო კარიერა ჰქონია ოდესმე და მით უმეტეს, სერია ა-ს გუნდიც არასდროს გაუწვრთნია მანამდე. თუმცა, მისი სადებიუტო მატჩი, უნდა ვაღიაროთ, რომ ბრწყინვალე იყო - მილანი 5:0 ბარი. არიგომ გუნდში ორიგინალური სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც შეხვედრების ტვირთი თუ სიმძიმე ყველა მოთამაშეზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. თავიდან ამ გეგმამ არ გაამართლა, თუმცა მოგვიანებით საკის თავისებურმა ტაქტიკამ მილანი წარმატების მწვერვალის უმაღლეს წერტილზე მოაქცია, დიდების ზენიტში აიყვანა. ამას მოწმობს მისი ხელმძღვანელობით გუნდის მიერ მოგებული ტიტულებიც - 1 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა თასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი, 2 სუპერთასი და ერთიც იტალიის სუპერთასი. არიგო საკიმ საბოლოო ჯამში მილანი მოედანზე 220-ჯერ გაიყვანა.

ჯანი რივერა დაიბადა იტალიის ქალაქ ალესანდრიაში 1943 წლის 18 აგვისტოს. იგი 1969 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ იმ წელს როდესაც მილანმა მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება. რივერა არის ალესანდრიის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. პირველი დებუტი სერია ა?ში ჰქონდა 1959წლის 2ივნის, 15წლის ასაკში და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ინტერის წინააღმდეგ. მან ითამაშა მხოლოდ 26 მატჩი თავის პირველ გუნში სადაც 6 გოლი გაიტანა (შეგახსენებთ რომ რივერა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა), ამის შემდეგ იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი მილანმა შეიძინა იმ დროისთვის რეკორდულ ტანხად ? $200 000. 1962წელს ჯანიმ მოიგო ტავისი პირველი სკუდეტო მილანთან ერთად და იმავე წლის 13 მაისს შედგა მისი დებიუტი იტალიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სადაც იტალია დასავლეტ გერმანიის ფედერაციას დაუპირისპირდა ჩილეში, ეს შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
სკუდეტოს მოგების შემდეგ რივერამ მილანთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო , 1962წელს როდესაც მილანმა ბენფიკას სძლია ანგარიშით 2?1. 1967/68 წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ევროპის თასების მფლობელთა ტასი მოიგო. იმავე წელს მან მეორე ადგილი აიღო ევროპის საუკეტესო ფეხბურთელის ტიტულის ბრძოლაში. მომავლი სეზონი მილანისთვის და ?ოქროს ბიჭუნასთვის? უფრო წარმატებული აღმოჩნდა ? ჩემპიონთა თასი და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, სხვა რა შეიძლება რომ ფეხბურთელმა ინატროს?! ჯანი რივერამ მილანი ტასების მფლობელტა ტასის ორ ფინალში გაიყვანა, 1973სა და 1974 წლებში. პირველი მილანმა მოიგო მეორე ფინალი კი დათმო. 70?ან წლებში მილანმა ასევე შეძლო რამოდენიმეჯერ იტალიის თასის მოგება.
მარსელ დესაი დაიბადა 1968 წლის 7 სექტემბერს, აკრაში (განა), იგი პოზიციით მცველიც იყო და ნახევარმცველიც. მიუხედავად ეროვნებისა, საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. როსონერიში დებიუტი ჰქონდა 1993 წლის 21 ნოემბერს, მილანი-ნაპოლის მატჩში, რომელიც შავ-წითლებმა 2-1 მოიგეს. დესაი თამაშობდა ნანტში 6 სეზონის განმავლობაში, შემდეგ მარსელში 18 თვე, სანამ მივიდოდა მილანში 1993/1994 სეზონში. რაიკაარდისა და ბობანის ტრამვების შემდეგ კაპელომ ითხოვა მათი შემცველი. ხელმძღვანელობამ მარსელი მაშინვე იყიდა. მარსელის შესანიშნავმა ფიზიკურმა მომზადებამ და მონაცემებმა დიდი გავლენა იქონია როსონერის გამარჯვებაზე, ჩემპიონთა თასზე, არადა ის მხოლოდ ორი თვის მოსული იყო. დესაიმ გუნდთან ერთად ასევე მოიგო 2 სკუდეტო, 1 იტალიის სუპერთასი და 1 ევროპის სუპერთასი. მან შავ-წითელ ფორმაში 186-ჯერ ითამაშა და 6 გოლიც გაიტანა.


AC MILAN 4 EVER!!!
 
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 12:57 PM | შეტყობინება # 4
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გუნარ ნორდალი 1921 წლის 19 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ ჰორნევორისში დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც სამშობლოში დაიწყო. მისი პირველი გუნდი ?დეგერფორსი? იყო, შემდეგ კი ?ნორჩიოპინგში? გადაბარგდა და ახალ გუნდთან ერთად ოთხჯერ იზეიმა ჩემპიონობა. საოცარი კი ის არის, რომ ერთ-ერთ შეხვედრაში მან შვიდი გოლი გაიტანა. შვედეთში მოღვაწეობის მანძილზე მან 172 მატჩში 149 გოლი გაიტანა. მილანში მისი ტრანსფერი 1949 წლის 22 იანვარს შედგა. ამ პერიოდში მას თანამემამულეებთან, ნილს ლინდჰოლმთან და გუნარ გრენთან ერთად თამაში მოუწია. მათ მილანის ყველა დროის საუკეთესო თავდასხმის ხაზი შექმნეს ტრიო ?გრე-ნო-ლი?-ს სახელწოდებით. რვაწლიანი მოღვაწების პერიოდში, იგი ხუთჯერ გახდა როსონერის საუკეთესო მეგოლე სერია ა-ში. გარდა იმისა, რომ მისი შედეგი ჯერ არავის გაუუმჯობესებია მილანის თავდამსხმელთაგან, იგი იტალიაში ყველა დროში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის მეორეა გატანილი გოლებით. შვედმა 210 გოლი გაიტანა მილანის მაისურით. მილანის დატოვების შემდეგ იგი რომაში ბურთაობდა ორი წელი. ნორდალი ეხლაც ფლობს რეკორდს სერია ა-ში სეზონში გატანილი ბურთებით - მან 1949-50 წლებში 35 გოლი გაიტანა.
შვედეთის ნაკრებში პირველად იგი 1945 წელს გამოიძახეს. 1948 წელს კი იგი დაეხმარა შვედეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებში წარმატების მიღწევაში - შვედები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, ნორდალი კი საუკეთესო ბომბარდირი. მილანში ტრანსფერმა იგი აიძულა სანაკრებო კარიერა მიეტოვებინა. მაგრამ ჩატარებულ 30 მატჩში მან 44 გოლის გატანა მოახერხა, რაც ჩინებული შედეგია (დაახლოებით 1.5 გოლი თამაშში).
ლეგენდარული შვედი ფორვარდი 1995 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა არა მარტო მილანის, არამედ მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში.

ტიტულები:
ორგზის იტალიის ჩემპიონი;
ოთხგზის შვედეთის ჩემპიონი;
ერთგზის შვედეთის თასის მფლობელი;
ორგზის ?Coppa Latina?-ს გამარჯვებული;
ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
ერთგზის ოლიმპიადის საუკეთესო მეგოლე;
ხუთგზის იტალიისა და ოთხგზის შვედეთის საუკეთესო ბომბარდირი


AC MILAN 4 EVER!!!
 
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 1:00 PM | შეტყობინება # 5
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფრანკო ბარეზი 1960 წლის 8 მაისს დაიბადა ქალაქ ტრავალიატოში, ბრეშიის პროვინციაში. იგი მილანისა და იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესეო მცველია. მილანში პაოლო მალდინისთან, ბილი კოსტაკურტასა და მაურო ტასოტისთან ერთად 90-იანი წლების საუკეთესო დაცვის ხაზი შექმნა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ასევე ის იმ ფეხბურთელთა სიას მიეკუთვნება, რომელთაც საკუთარი კარიერა მხოლოდ ერთ გუნდს მიუძღვნეს. ფრანკომ როსონერის მაისურით 532 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. თამაშს თავი 1997 წელს, 37 წლის ასაკში დაანება. მილანთან ერთად ექვსი სკუდეტო და ევროპის ჩემპიონთა ლიგის სამი თასი მოიგო. მისი 6-ნომრიანი მაისური კი, მის საპატივსაცემოდ, არავის მოურგია 1997 წლის შემდეგ და ეს ასე გაგრძელდება სამუდამოდ. ინგლისური კლუბის, ”ფულემის” მოკლევადიანი გენ-დირექტორობის შემდეგ ბარეზი კვლავ მილანში დაბრუნდა და როსონერის ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა.
სანაკრებო კარიერა ცოტა არ იყოს წარუმატებული იყო მისთვის. 22 წლის იყო როდესაც 1982 წლის მუნდიალზდე წაიყვანეს. მას უდიდესი იტალიელი მცველის, გაეტანო სკირეას შემცვლელად ასახელებდნენ, თუმცა ფრანკოს სართოდ არ უთამაშია. მისი სანაკრებო დებიუტი კი ერთი წლით გვიან, რუმინეთთან მატჩში შედგა. ფეხბურთელს 1986 წლის უდიდესი საფეხბურთო ფორუმის გამოტოვება მოუხდა. დებიუტი მუნდიალზე კი 1990 წელს შედგა, რომელიც იტალიაში იმართებოდა. სკუადრა აძურა ნახევარფინალში არგენტინასთან დამარცხდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ინგლისელებს მოუგეს და საპატიო ბრინჯაოს მედლები ჩამოიკიდეს. 1994 წელს ერთი ხელის გაწვდენაზე იყო მსოფლიო ოქრო, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მარცხმა ეს შანსიც დააკარგვინა ფრანკოს.
2004 წლის 4 მარტს, ”F?d?ration Internationale de Football Association (FIFA)”-ს დაარსების 100 წლისთავზე გალა ცერემონია გაიმართა ლონდონში. ”უდიდეს ფეხბურთელთა” ნომინაციაში რამოდენიმე ფეხბურთელი დააჯილდოვეს. მათ შორის იყო ბარეზიც, როგორც 90-იანი წლების მილანის სიმბოლო.
სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, 2002 წლიდან იგი მილანის ახალგაზრდულ (20-წლამდელთა) გუნდს წვრთნიდა, მაგრამ 2006-დან იგი 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. ამრიგად, იგი კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას საფეხბურთო სამყაროში, ამჟამად როგორც მწვრთნელი და ვუსურვოთ, რომ მილანს მისნაირი პროფესიონალი ბევრი აღუზარდოს...


AC MILAN 4 EVER!!!
 
patukaთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 1:06 PM | შეტყობინება # 6
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რაიკარდი მილანში 1987 წელს სარაგოსადან გადავიდა ერთი სეზონით. როცა მისი დებიუტი საბოლოოდ შედგა,
მან მილანის თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა, რითაც საკის გუნდში ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა. მისი ფიზიკური მონაცემები ნახევარდაცვაში, დიდი პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგეებს. ის ასევე იყო საოცარი მტყორცნელი და გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები მილანისთვის. აღსანიშნავია მისი გამარჯვების გოლი ბენფიკას წინააღმდეგ ფინალში (1990წ. ჩემპიონთა ლიგაზე). რაიკარდმა მილანთან ერთად მოიგო 2 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 საერთაშორისო თასით, 2 ევროპისა და იტალიის სუპერთასით. ამჟამად წვრთნის ბარსელონას.

ზაგრების დინამოდან გადმოიყვანა და იმავდროულად გაანათხოვრა ბარიში, სადაც მან სწრაფადვე დატოვა დიდი შთაბეჭდილება გუნდის მესვეურებზე. მილანმა იგი მომდევნო სეზონზე გამოიძახა. ბობანმა მოამარგა მილანის ნახევარდაცვა საუცხოო ტექნიკით, ხედვით და საჯარიმო დარტყმებით მრავალი წლის განმავლობაში. 1998/99 სეზონზე მილანის მწვრთნელმა ზაჩერონიმ იგი ათამაშა თავდამსხმელთა უკან, სადაც ბობანმა დამტკიცა რომ ის კატალიზატორია მაგ პოზიციაზე. ის იყო ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფეხბურთელი.

გულიტი მილანში მოვიდა პსვ ეინთჰოვენიდან 1987 წელს. ის თამაშობდა ჰოლანდიელ ფეხბურთელებთან, ვან ბასტენთან
და რაიკარდთან, ერთად. იგი მიალანს დაეხმარა დომინირებაში იტალიასა და მსოფლიოში. გულიტი იყო ფეთქებადი, ათლეტური და მარჯვე მოტამაშე, რაც დაეხმარა გამხდარიყო 1988 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. გულიტმა მილანთან ერთად მოიგო 3 სკუდეტო, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 საერთაშორისო ტასი, 2 ევროპის სუპერთასი და
3 იტალიის სუპერთასი. მის კარიერას ხელი შეუშალა რამოდენიმე მუხლის ოპერაციამ, მიუხედავად ამისა ის მუდამ დომინირებდა. 1993 წელს ის სამდორიში გადადის, საიდანაც ის მალევე ბრუნება მილანში, შემდგომ ისევ სამპდორიაში გადადის.
საბოლოოდ მან კარიერა


AC MILAN 4 EVER!!!
 
lizi-forumთარიღი: ორშაბათი, 2008-07-21, 1:08 PM | შეტყობინება # 7
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
da sheni azrit vinme amas tsaikitxavs????
me ar vapireb magalitad


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
patukaთარიღი: სამშაბათი, 2008-07-22, 4:07 PM | შეტყობინება # 8
Lieutenant general
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 18
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Quote (lizi-forum)
da sheni azrit vinme amas tsaikitxavs????
me ar vapireb magalitad

wink ratomac ara


AC MILAN 4 EVER!!!
 
mari-gauchoთარიღი: პარასკევი, 2008-07-25, 2:02 PM | შეტყობინება # 9
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
Quote (patuka)
da sheni azrit vinme amas tsaikitxavs????
me ar vapireb magalitad

lizi, nu ra sisuleleebs idzaxi, me magalitad zepirad vici ukve! smile


და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
gioთარიღი: ხუთშაბათი, 2008-08-14, 11:08 PM | შეტყობინება # 10
Newbie
ჯგუფი: წევრი
შეტყობინებები: 6
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
fuf milani gaatriet aqedan
kvelaze debili gundia
 
kavtaraთარიღი: პარასკევი, 2008-08-15, 4:22 PM | შეტყობინება # 11
Newbie
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 25
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სირცხვილი მილანს
ჩელსი-მილანი 5:0 Eurosport/chelsea 5-0 milan
3 აგვისტო 2008 წელი


The world's greatest bass player
John Francis Anthony
Jaco Pastorius
 
lizi-forumთარიღი: კვირა, 2008-09-14, 10:52 AM | შეტყობინება # 12
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
gio siamovnebit wavshlidi ubralod ar makvs ufleba

ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
mari-gauchoთარიღი: კვირა, 2008-09-14, 3:41 PM | შეტყობინება # 13
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
Quote (lizi-forum)
gio siamovnebit wavshlidi ubralod ar makvs ufleba

ufleba rom gvqondes ukve washlili iqneboda sad


და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
anaთარიღი: სამშაბათი, 2008-09-16, 9:37 PM | შეტყობინება # 14
I'm PACEFIST
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 39
რეპუტაცია: 1
სტატუსი: Offline
paata sheigne milani ar varga(it`s so so so so so so so notcool dood)

hi, i'm ANA!

to be pacefist it's very, very cool

 
lizi-forumთარიღი: ოთხშაბათი, 2008-09-17, 1:57 PM | შეტყობინება # 15
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
Quote (ana)
it`s so so so so so so so notcool dood)

ana moeshvi ra paatas (chems tavs gafrtxileba) dzaan gtxov daanebe ra tavi. dzaan bevri dadebiti tviseba aqvs.


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
Forum » ფორუმის განყოფილებები » სპორტი » AC MILAN
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: