ირაკლი ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ, 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში, ალჟირელი ამარ ბენიკლეფი დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა. ქართველმა ფალავანმა პეკინის ოქროს დაუფლებამდე, გზად ეგვიპტელ ჰეშამ მესბაჰს სძლია, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუს ევროპის ჩემპიონ ივან პერშინს შანსი არ დაუტოვა და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ივ–მეთიუ დაფრევილის მძლეველ ალჟირელ ბენიკლეფს მოუგო.
www.gpb.ge