ოთხშაბათი, 2024-04-24, 0:39 AMმოგესალმები სტუმარო!
რეგისტრაცია | შესვლა
RSS
My site
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
საიტის მეგობრები
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ფორუმის მოდერატორი: mari-98  
Forum » ფორუმის განყოფილებები » მულტფილმები » Disney
Disney
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:41 AM | შეტყობინება # 16
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
უოლტ დისნეი
უოლტ ელიას დისნეი დისნი (Walter Elias Disney); (* 5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო ― † 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. უოლტ დისნეი პროდაქშენზის თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად) მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი მოძრავი ფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად უოლტ დისნეი კომპანი, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.
უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი მულტიპლიკაციაში და თემატური პარკების დიზაინში. ის წამოყენებული იყო ოსკარის ნომინაციებზე 48-ჯერ, ხოლო ემიზე 7-ჯერ, რაც დღემდე რეკორდულია. მას შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ჰქვია დისნეილენდს და უოლტ დისნეი უორლდ რიზორტ თემატურ პარკებს აშშ-ში.
1901–1937: პირველი წლები


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:41 AM | შეტყობინება # 17
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
ბავშვობა
დისნეის წინაპრები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ.არუნდელ ელაიას დისნეი, უოლტის დიდი ბაბუა, დაიბადა კილკინის საგრაფოში 1801 წელს.უოლტის მამა, ელაიას დისნეი, ოხაჯთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში, რადგანაც მამამისმა სხვადასხვა სახის ბიზნესს მოჰკიდა ხელი.ფლორიდაში, სადაც მოგვიანებით დისნეილენდი აშენდა, ელაიასი ფოსტალიონად მუშაობდა.1800-იანი წლების ბოლოს იგი, მეუღლეს ფლორა კოლთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში.სწორედ იქ დაიბადა უოლტი.
1906 წლის აპრილში ჩიკაგოში ძალადობის ფაქტებით შეწუხებული ოჯახი გადავიდა მისურის შტატში, ქალაქ მარსელინში, სადაც ელაიასის ძმას უძრავი ქონება გააჩნდა.ელაიასმა იქ შეიძინა სახლი და 45 აკრიანი ფართობი.აქ უოლტს გაუჩნდა ინტერესი ხატვის მიმართ.ერთ-ერთი მეზობელი, "დოკ" შერვუდი, დაინტერესდა მისი ნიჭით და თანხაც კი გადაუხადა თავისი ცხენის დახატვაში.ქალაქში ასევე გადიოდა რკინიგზა და უოლტი დიდი ინტერესით უსმენდა ხოლმე მის ხმაურს.მოგვიანებით მან საკუთარი ბავშვობის მოგონებების ობიექტები გამოიყენა დისნეილენდის მშენებლობისას.
მარსელინში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ დისნეის ოჯახი 1910 წელს საცხოვრებლად გადავიდა კანზასის შტატში.იქ სკოლაში უოლტმა თავისი სეხნია, უოლტ პფაიფერი გაიცნო.პფაიფერების ოჯახის წევრები თეატრალურ საზოგადოებასთან დაახლოებულები იყვნენ.სწორედ მათ გააცნეს უოლტს რიგი ვოდევილებისა და კინოფილმების.მოგვიანებით იგი ხშირად სტუმრობდა მათ, ხოლო უოლტ პფაიფერთან ერთად სასკოლო სპექტაკლებიც დადგა.


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:41 AM | შეტყობინება # 18
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
ჩიკაგო

1917 წელს ელაისმა შეიძინა ჟელეს დამამზადებელი ქარხნის წილი ჩიკაგოში და ოჯახი დაბრუნდა იქ.წლის ბოლოს უოლტი ჩაირიცხა მაკკინლის სკოლაში, საღამოს კი დადიოდა ჩიკაგოს სამხატვრო ინსტიტუტში.პარალელურად უოლტი მუშაობდა კომიქსების მხატვრად სკოლის გაზეთში.მისი კომიქსები პატრიოტული სულით იყო სავსე და მეორე მსოფლიო ომს ეხებოდა.16 წლისას მან დატოვა სკოლა და ჯარში გადაწყვიტა წასვლა, თუმცა უოლტი არ აიყვანეს, რადგანაც ასაკით იგი ჯერ ახალგაზრდა იყო.
უოლტმა და მისმა მეგობრებმა ალტერნატიული გზა აირჩიეს და "წითელ ჯვარში" დაიწყეს მუშაობა.მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ასაკი "წითელ ჯვარში" ჩასარიცხად 17 წელი უნდა ყოფილიყო, უოლტის დედამ შეცვალა დაბადების მოწმობა, რომელშიც დაწერა, რომ უოლტი 1900 წელს დაიბადა.ამრიგად, უოლტი 17 წლის ითვლებოდა და "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით.მთელი წლის განმავლობაში იგი მათი მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.
ამის შემდეგ უოლტი კანზასში დაბრუნდა, სადაც მისი მხატვრის კარიერა დაიწყო.მისი ძმა როი მუშაობდა ბანკში და მეგობრის მეშვეობით მოიძია უოლტისთვის სამუშაო პესმენ-რუბინის სამხატვრო სტუდიაში.იქ უოლტი ხატავდა რეკლამებს გაზეთებისათვის, ჟურნალებისათვის და კინოთეატრებისათვის.იქ მან ასევე გაიცნო მორცხვი კარიკატურისტი იუბ აივერკსი.ორივე მხატვარს ძალიან მოსწონდა ერთმანეთის ნამუშევრები და დამეგობრდნენ.მოგვიანებით მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს.
დისნეიმ და აივერკსმა 1920 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს კერძო კომპანია "აივერკსი-დისნეი - კომერციული მხატვრები".სამწუხაროდ, გამოუცდელი წყვილი არავის აინტერესებდა და აივერკსმა დროებით დატოვა კომპანია.იგი სამუშაოდ გადავიოდა კანზას სიტის ფილმების სარეკლამო კომპანიაში.დისნეის პრობლემები გაუჩნდა და სასამართლოსთან ჰქონდა საქმე მას შემდეგ, რაც ბიზნეს გაერთიანება მიითვისეს ნიუ იორკელმა ფინანსისტებმა უინკლერმა და მინცმა.
ჰოლივუდი
ლოს ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა ჯიბეში.მაშინ მან პირველად გაიფიქრა, რომ ვერ შესძლებს ანიმაციის სფეროში მუშაობას.დისნეის თქმით, თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორად მუშაობა.მან ყველა სტუდია შემოიარა და თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის მიღებაზე.
რადგანაც კინოფილმების გადაღება არ ანდეს, იგი დაუბრუნდა ანიმაცია.პირველი სტუდია მან მოაწყო ბიძამის რობერტის ფარდულში.დაუსრულებელი ფილმი გაეგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერს.პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების "ალისას საოცრებათა


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:42 AM | შეტყობინება # 19
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
ქვეყანა" გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა აგრეთვე მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.
პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა.დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, ასაბუთებდა რა ამას იმით, რომ როის გარეშე ფინანსურ მხარეს ვერ მოერევა.დისნეის თხოვნით, ვირჯინია დევისის (ალისა) ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სტუდიასთან უფრო ახლოს.ჰოლივუდში, სილვერ ლეიკთან 1939 წლამდე განლაგდა დისნეის ძმების ახალი სტუდია.
1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში და ცელულოიდზე.დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ.ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში.
ალისას კომედიური სერიალი
ახალი სერიალი, "ალისას კომედიები" წარმატებული იყო.ალისას როლი ითამაშე დოუნ ო'დეიმ და მერჟი გეიმ - მას შემდეგ, რაც ვირჯინია დევისის მშობლებმა აღარ დაუშვეს ბავშვი გადაღებებზე შემცირებული ჰონორარის გამო.როლი ასევე მოსინჯა ლუის ჰარდვიკმაც.1927 წლისათვის, როდესაც სერიალის წარმოება დასრულდა, ყურადღება გადატანილი იქნა ანიმაციურ პერსონაჟებზე, განსაკუთრებით კატა ჯულიუსზე, რომელიც კატა ფელიქსის პროტოტიპად იქცა.ასე რომ დისნეიმ მაინც გადაწყვიტა ანიმაციის გზით წასულიყო.
მხიარული ოსვალდი
1927 წლისათვის ჩარლზ მინტცი დაქორწინდა მარგარეტ უინკლერზე და მის ბიზნესზე სრული კონტროლი დაამყარა. მანვე ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა. სერიალს ერქვა "მხიარული კურდღელი ოსვალდი". წარმატება ამ სერიალს მალევ მოჰყვა, თჯმცა შეიქმნა პრობლემები - თავდაპირველად ოსვალდი შექმნა იუბ აივერკსმა, დისნეის სტუდიის თანამშრომელმა. დიდი სკანდალი, რომელიც პერსონაჟის მითვისებასთან დაკავშირებით აგორდა, გაგრძელდა წლები და, საბოლოოდ, 2006 წელს, დისნეის კომპანიამ დაიბრუნა საავტორო უფლებები ამ პერსონაჟზე. თუმცა, ოსვალდის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ დისნეი დაუფიქრდა მომავალს და ახალი პერსონაჟი მოიგონა.
მიკი მაუსი და სხვები
მთავარი სტატია : მიკი მაუსი.

ოსვალდის დაკარგვის შემდეგ დისნეი იძულებული გახდა, ახალ პერსონაჟზე ეფიქრა. დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი - დისნეიმ თუ აივერკსმა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ მიკი მაუსის პირველი ვერსია გაჩნდა ალისას სერიალშიც.


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:42 AM | შეტყობინება # 20
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო შეშლილი თვითმფრინავი, მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. იგივე განმეორდა მორბენალ გაუჩოში, ხოლო მესამე ფილმი, გემი უილი უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს.
წლების განმავლობაში, დისნეი თავად ახმოვანებდა მიკის. მიკი იქცა სტუდიის ყველაზე ცნობილ გმირად, ხოლო 1930 წელს, კონკურენტ კატა ფელიქსის წარუმატებლობის შემდეგ - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.
1929 წლიდან დისნეის სტუდია, მიკი მაუსის სერიების პარალელურად, მუშაობდა სერიალზე სულელური სიმფონიები. ამ სერიალის პირველი სერია იყო ჩონჩხების ცეკვა - თავიდან ბოლომდე აივერკსის ნამუშევარი, რომელიც 1929 წლამდე დისნეის თითქმის ყველა ფილმის მთავარი მხატვარი იყო.
თუმცა, აივერკსს მობეზრდა დისნეისთან მუშაობა და საკუთარ სტუდიაზე დაიწყო ფიქრი. დისნეი ცდილობდა მისი შემცვლელის მოძებნას. ამასობაში, აივერკსმა უკვე გამოუშვა სერიალი ბაყაყი ფლიპი, პირველი ფერადი ანიმაციური ფილმების სერიის სახით. აივერკსმა აგრეთვე გადაიღო სხვა სერიალებიც - კალია უილი და კომიკოლორი. [1936] წელს იგი უკვე აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე, მაგრამ დაუბრუნდა დისნეის სტუდიას [1940] წელს.
1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად, მაგრამ პოპულარობა არ შეეხო სულელურ სიმფონიებს. ის წელი დისნეისათვის რთული აღმოჩნდა - მისმა კონკურენტმა, მაქს ფლეიშერმა მსოფლიოს გააცნო თავისი ახალი ანიმაციური პერსონაჟი, ბეტი ბუპი. იგი საკმაოდ პოპულარული იყო კინოთეატრების მოყვარულებში. 1930-იან წლებში ფლეიშერი ითვლებოდა დისნეის მთავარ კონკურენტად, მაგრამ იგი ასევე იყო რიჩარდ ფლეიშერის მამა - ამ ადამიანმა მოგვიანებით ითამაშა დისნეის კინოფილმში 20,000 წყალქვეშ.

ამასობაში, კომპანიამ Columbia Pictures უარი თქვა დისნეის პროდუქციის გავრცელებაზე და მისი ადგილი დაიკავა მეორე კომპანიამ, United Artists. 1932 წლის ბოლოს ჰერბერტ კალმუსი ეწვია უოლტს და დაარწმუნა, რომ ღირს ფილმის ყვავილები და ხეები გადაკეთება (პირველი ვერსია იყო შავ-თეთრი). კალმუსი ამავე დროს იყო ტექნიკოლორ-ის შემქნელი და უოლტს სთავაზობდა ბოლო ნამუშევრის ფერად ატმოსფეროში გადატანას. მოგვიანებით ამ ანიმაციურმა ფილმმა დიდი წარმატება ჰპოვა და დისნეის მოუტანა ოსკარი კატეგორიაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმის გამოსვლის შემდეგ, სულელური სიმფონიები თითქმის მთლიანად გადატანილი იქნა ფერადი ვარიანტის სახით და დისნეიმ, კალმუსთან კონტრაქტის დადებით, ორი წლით მოიპოვა უფლება მისი სამფრიანი ფირის გამოყენებაზე, თუმცა მოგვიანებით ამ კონტრაქტს დაემატა კიდევ 3 წელი.


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 10:42 AM | შეტყობინება # 21
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
სულელური სიმფონიები-ს წარმატების მატებამ არ დააყოვნა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნემ მოიპოვა 1933 წლის სამი პატარა გოჭით. მასში ასევე შეტანილი იყო სიმღერა, რომელსაც ხალხი უწოდებდა დიდი დეპრესიის წამალს, ვის ეშინია დიდი ცუდი მგლის.
პირველი ოსკარი
1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი და პლუტო. უკანასკნელ ორს უკვე ჰქონდა სოლო-დებიუტი, თუმცა დონალდი, რომელიც პირველად მიკისთან ერთად გამოჩნდა 1934 წლის ფილმში ობლების დასახმარებლად (და არა ბენდის კონცერტი, როგორც ამას ბევრი წყარო ამტკიცებს), იქცა დისნეის პოპულარობით მეორე ანიმაციურ პერსონაჟად.
ოჯახი იზრდება []
ლილის, დისნეის მეუღლის პირველი ფეხმძიმობა მუცლის მოშლით დასრულდა. მეორედ კი მათ ეყოლათ გოგონა, დაიან მერი დისნეი (18 დეკემბერი, 1933). რამდენიმე წლის შემდეგ მათ აიყვანეს მეორე ბავშვი, შერონ მეი.
1937–1941: ანიმაციის ოქროს ხანა
ტრიუმფი: ფიფქია და შვიდი ჯუჯა

1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. ამის მთავარ მიზეზებად ორი ფაქტორი იქცა - მიკი მაუსის სერიები, რომლებიც ზედიზედ იყო ნაჩვენები კინოთეატრებში, თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად, უოლტი დააფიქრა თავად გადაბმული ჩვენების ფენომენმა. მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის სხვა ანიმაციური გმირის, პოპაის თავგადასავლებმა (მაქს ფლეიშერის წარმოების) უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, დისნეის შეეძლო კვლავ ძველი გზით მოძრაობა, მაგრამ მან არჩია სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შექმნა.
საზოგადოებამ დისნეის ამ ინიციატივას მხოლოდ ”დისნეის კაპრიზი” უწოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ უოლტის სტუდიას ეს პროექტი ბოლოს მოუღებდა. ლილიანი და როიც კი დაეჭვდნენ და უოლტს სთხოვდნენ პროექტის შეჩერებას, მაგრამ იგი კვლავ ჯიუტად


ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
mari-gauchoთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 11:08 AM | შეტყობინება # 22
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
exla es yvelaferi ristvis daakopire ginda rom wavikitxo? ara madlob wacko

და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 12:43 PM | შეტყობინება # 23
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
prosta, imitom rom dzalia nichieri adamiani iyo

ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
mari-gauchoთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 12:53 PM | შეტყობინება # 24
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
Quote (lizi-forum)
prosta, imitom rom dzalia nichieri adamiani iyo

mainc ar wavikitxav


და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
lizi-forumთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 1:22 PM | შეტყობინება # 25
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
aba ragac xom unda damewera ise rom ar gameofebina da davakopire!

ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
mari-gauchoთარიღი: ხუთშაბათი, 2008-07-17, 2:08 PM | შეტყობინება # 26
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
biggrin
Quote (lizi-forum)
aba ragac xom unda damewera ise rom ar gameofebina da davakopire!


და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
lizi-forumთარიღი: პარასკევი, 2008-07-18, 12:07 PM | შეტყობინება # 27
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
au miki mausi mainc shedevria

ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
mari-gauchoთარიღი: პარასკევი, 2008-07-18, 12:39 PM | შეტყობინება # 28
barca forever and ever : )
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 630
რეპუტაცია: 4
სტატუსი: Offline
Quote (lizi-forum)
au miki mausi mainc shedevria

vini puxi ufro sayvarelia


და არ არსებობს ქვეყნიერება ბარსელონას გარეშე და არც ბარსელონა არსებობს უჩემოდ.

ფრედი: ეს ალბათ შენ გამო ხდება პერსი, თან მანქანაზე პატარა ალმები იქნება მიმაგრებული, ასოებით "HB"
ჯორჯი: რაც ნიშნავს:"ჰეი, ბრიყვო!"

 
Marimთარიღი: პარასკევი, 2008-07-18, 4:16 PM | შეტყობინება # 29
marim,marim
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინებები: 34
რეპუტაცია: 3
სტატუსი: Offline
mec momcons magrad smile

when you can live forever, what do you live for?
 
lizi-forumთარიღი: პარასკევი, 2008-07-18, 4:34 PM | შეტყობინება # 30
Es chemi forumia
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 601
რეპუტაცია: 13
სტატუსი: Offline
vini puxic magaria

ichkaret, gamokitxva xval mtavrdeba.... daafiksiret tkveni azri girli tu nari gaucho? romeli iyos admini?
 
Forum » ფორუმის განყოფილებები » მულტფილმები » Disney
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა: